ახალი ამბები

აქციაზე ადმინისტრაციული წესით 66 ადამიანი დავაკავეთ – შსს

8 მარტი, 2023 • 1029
აქციაზე ადმინისტრაციული წესით 66 ადამიანი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 7 მარტს, ადმინისტრაციული წესით 66 ადამიანი დააკავეს.

„სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს“, – წერია უწყების განცხადებაში.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი