ახალი ამბები

შსს-მ პარლამენტის გვერდით ქუჩებზე ცრემლსადენი გაზის შემდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

7 მარტი, 2023 • 745
შსს-მ პარლამენტის გვერდით ქუჩებზე ცრემლსადენი გაზის შემდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის გვერდით მდებარე ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე ცრემლსადენი გაზის შემდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენა.

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსული კანონის წინააღმდეგ, სპეცრაზმია მობილიზებული და მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ საშუალებას იყენებს.

დაძაბული სიტუაციაა პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებზე: ჩიტაძესა და ჭიჭინაძეზე, სადაც მდებარეობს საკანონმდებლო ორგანოდან ავტომობილებით გამოსასვლელი კარები.

ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი მომიტინგეები.

ამჟამად ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმია მობილიზებული. მომიტინგეები კი რუსთაველის გამზირზე დგანან.

ჭიჭინაძის ქუჩის ნახევარზე მომიტინგეები დგანან.

დღეს, 7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა.

პროტესტი სწორედ რუსულ კანონს მოჰყვა პარლამენტში.

ევროკავშირის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც ქვეყანა კნაიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი