ახალი ამბები

„არა რუსულ კანონს!“ — აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

7 მარტი, 2023 • 1364
„არა რუსულ კანონს!“ — აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხალხის რაოდენობის გამო შეჩერებულია ავტომობილების გადაადგილება.

  • „არა რუსულ კანონს!“
  • „არა რუსულ რეჟიმს!“
  • „დადექით ისტორიის სწორ მხარეს!“
  • „წადით და ელარჯი რუსეთში უწელეთ, ჩვენ თავი დაგვანებეთ!

ეს არის მცირე ნაწილი სლოგანებისა, რომელიც საპროტესტო აქციაზე ისმის.

პარლამენტში ამ დროისთვის დაჩქარებულად მიმდინარეობს რუსული კანონპროექტების განხილვა, რომელიც, მმართველი გუნდის დაპირების მიხედვით, 9 მარტს უნდა განეხილათ. პარლამენტს გაძლიერებული დაცვა იცავს.

უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. ანალოგიური კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხება. დღეს, 7 მარტს კი სესიაზე გაიტანა განსახილველად.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია. მეტიც ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს კანონი შეუთავსებელია 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის სჭირდება.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი