ახალი ამბები

სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

7 მარტი, 2023 • 2890
სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას აანონსებენ

სტუდენტური მოძრაობა „სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“ აქციას აანონსებენ.

ისინი დღეს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიდო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში იკრიბებიან, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტთან მთავარ აქციას შეუერთდებიან.

„კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა, რომელიც 9 მარტს უნდა გამართულიყო, მოულოდნელად დაიწყო დღეს. ეს ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა მოსახლეობის მოტყუებით, შეუქცევადი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, რადგან რუსული კანონის სწრაფად მიღების საშუალებას იძლევა. კანონი, რომელიც საქართველოს ართმევს განვითარების ყოველგვარ შანსს, მიუღებელია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ჩვენი ერთადერთი გამოსავალი ახლა ყველას ერთად ყოფნაა. ახალგაზრდული ენერგია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში პროტესტის ერთ-ერთი წამყვანი ძალა იყო, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია“, — აცხადებენ სტუდენტები.

პარლამენტმა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე, დაანონსებული ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს, 7 მარტს დაიწყო. „ქართული ოცნების“ წევრებმა რუსული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დაიშალა. მოქალაქეები ახლა კვლავ იკრიბებიან პარლამენტთან და აპროტესტებენ „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტების განხილვას.

რუსულ კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი