ახალი ამბები

ჩანადირი: შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა და მეტი გააკეთეთ EU-ს წევრობისთვის

6 მარტი, 2023 • 1079
ჩანადირი: შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა და მეტი გააკეთეთ EU-ს წევრობისთვის

ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის აზრით, „რაც დრო გადის, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.“

„კანონი აფერხებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს. ასევე, ხელს უშლის დემოკრატიას, მედიისა და სამოქალაქო სექ­ტო­რის განვითარებას. ეს მაშინ, როცა მათი როლი სახელმწიფო გადაწყვეტილებებში უაღრესად მნიშვნელოვანია.

კანონპროექტი ვერ შეამცირებს მტრული ქვეყნების პოლიტიკურ და მედიაგავლენას საქართველოში. ამის საწინააღმდეგოდ სხვა კანონები და აღსრულებაა საჭირო.

ქვეყანაში, როცა ნამდვილად ბევრი პრობლემაა, ხელისუფლება რატომ ძაბავს პოლიტიკურ გარემოს და აღრმავებს პოლარიზებას ამ კანონპროექტით, ჩემთვის გაუგებარია. მართლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე ამ კანონპროექტითაა გათვალისწინებული.

მართლა აფუჭებს საქმეს და გულუბრყვილო ან მავნევლური მცდელობაა ამერიკულ კანონთან შედარება. შეწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა და ცოტა უფრო მეტი გააკეთეთ სახელმწიფოსთვის, დემოკრატიისთვის, ევროკავშირში მიღებისათვის“, — წერს გოგა ჩანადირი პირად ფეისბუკ გვერდზე.

უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშული კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო და უკვე საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი