ახალი ამბები

„გაიწვიეთ კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს“ — ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები

6 მარტი, 2023 • 713
„გაიწვიეთ კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს“ — ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს (European Youth Parliament (EYP) – Georgia) დამფუძნებლები, ეროვნული კომიტეტი, ყოფილი და მოქმედი წევრები განცხადებას ავრცელებენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავსირებით და ამბობენ, რომ კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს:

„ჩვენთვის, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის მიგვაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ჩვენს მრავალწლიან მცდელობას, ქართველი ახალგაზრდები სკოლის ასაკიდანვე ერკვეოდნენ ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებში, ჩამოიყალიბონ თანამშრომლობა ევროპელ თანატოლებთან და საქართველო ბუნებრივი დანიშნულების ადგილად აქციონ ქსელის საერთაშორისო ღონისძიებებისთვის.

ევროპული ღირებულებები გამოცდილებების გაზიარებასაც გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენი ქსელისთვის სიახლე არ არის პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონი. სწორედ მსგავსი კანონმდებლობის მიღებამ შეზღუდა EYP-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში და ახალგაზრდების ჩართვა EYP-ის ღონისძიებებში სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა ბელარუსში. ჩვენი კოლეგები აღნიშნული ქვეყნებიდან იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო გაზრდილი საფრთხეების გამო“, — ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები ითხოვენ, საკანონმდებლო ორგანოდან გაიწვიონ ის კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს და არ დაუშვან, რომ საქართველო შემდეგი იყოს ისეთი ქვეყნების სიაში, სადაც უკანონოდ აცხადებენ ახალგაზრდების ევროპულ მისწრაფებებს:

„ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ქსელი 40 ევროპული ქვეყნის ახალგაზრდებს აერთიანებს არაფორმალური განათლების პლატფორმის გარშემო. მისი მიზანია დემოკრატიული, მშვიდობიანი, მდგრადი და ღია საზოგადოების ფორმირება, რომლის განვითარებაშიც ახალგაზრდების ჩართულობა განმსაზღვრელია. EYP საქართველო კავკასიის რეგიონში ქსელის პირველი წარმომადგენელია და 2007 წლიდან უქმნის საქართველოს ახალგაზრდებს პლატფორმას დისკუსიისთვის, დებატებისთვის ევროკავშირში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.

აღიარებიდან დღემდე, ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ოჯახის წევრობა მათი ევროპული მისწრაფებების გამოძახილი და სხვა ევროპელ ახალგაზრდებთან თანასწორ პირობებში ინტეგრაციის უნიკალური შესაძლებლობაა. EYP საქართველომ ორჯერ, 2013 და 2017 წლებში, თბილისში უმასპინძლა ქსელის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას – საერთაშორისო სესიას, რომელმაც დედაქალაქში თავი მოუყარა 40-მდე ქვეყნის 600-ზე მეტ ახალგაზრდას. ჩვენ ვამაყობთ, რომ დაარსებიდან დღემდე, EYP საქართველოს სესიებში 10 000-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას თან ახლავს ორგანიზაციის 162 ყოფილი და მოქმედი წევრის ხელმოწერა, სია განახლებადია:

განცხადებას ხელს ვაწერთ (სია განახლებადია):

  1. გიორგი ჩინჩალაძე, 2007-2011 55.
  2. თამთა წვერაიძე, 2013-2018 109.
  3. ნია გვარამია, 2018-2022
  4. თორნიკე მეტრეველი, 2007-2009
  5. ნატალია გონაშვილი, 2013-2018
  6. ვაჟა ქერაშვილი, 2018-დღემდე
  7. მარიამ ჩიხლაძე, 2007-2011
  8. ალექსანდრე ზიბზიბაძე, 2013-2014
  9. ლიზიკო ხარაზიშვილი, 2018-დღემდე
  10. ლაშა შაყულაშვილი, 2007-2010
  11. ნანა ედიშერაშვილი, 2013-2016
  12. მარიამ ლოლაძე, 2018-2019
  13. შორენა შავაძე, 2008-2010
  14. ანნა ხოფერია, 2013-2017
  15. ანა არახამია, 2018-2020
  16. მაკა მეშველიანი, 2007-2009
  17. ეკატერინე ბაქრაძე, 2014-2017 114.
  18. ანი ქვაჩახი, 2018-2018
  19. თორნიკე ზურაბაშვილი, 2007-2012
  20. ნინი ედიშერაშვილი, 2014-2015
  21. ანდრო კვიჟინაძე, 2018-დღემდე
  22. გიორგი ჩიტიძე, 2007-2010
  23. ანნა როინიშვილი, 2014-2018
  24. უტა კოპალეიშვილი, 2019-დღემდე
  25. ანა წურწუმია, 2007-2010
  26. რუსუდანი მანველი, 2014-2018
  27. სესილი ჩხეიძე, 2019-დღემდე
  28. ივეტა გოგავა, 2007-2010
  29. რეზო სანაძე, 2014-2015
  30. ანა დათიაშვილი, 2019-დღემდე
  31. თეონა კონტრიძე, 2008-2010
  32. თამარ სიმონიშვილი, 2014-2016
  33. გიორგი ბეროშვილი, 2019-2022
  34. ლაშა ვაშაკიძე, 2009-2014
  35. ანა მალუძე, 2014-2017
  36. კახაბერ მურვანიძე, 2019-დღემდე
  37. მარიამ თაყაიშვილი, 2008-2013
  38. ალექსანდრე ცინცაძე, 2014-2016
  39. დუტა დიასამიძე, 2019-დღემდე
  40. გიორგი თაბაგარი, 2007-2014
  41. ია ცომაია, 2014-2017
  42. ანანო გაფრინდაშვილი, 2019-2020
  43. ვერიკო დევიძე, 2009-2015
  44. ელენე ყარანგოზიშვილი, 2014-2016
  45. მარიამ სიხარულიძე, 2019-2020
  46. მარიამ ჭუბაბრია, 2009-2014
  47. იოვანე ყურუა, 2014-2017
  48. ნათია ნინოშვილი, 2019-დღემდე
  49. ანი ნოზაძე, 2009-2012
  50. ლუკა ლომთაძე, 2014-2017
  51. ნია რესულიძე, 2019-დღემდე
  52. თამთა ცოცხალაშვილი, 2009-2010
  53. თინათინ ბეჟანიძე, 2014-2016
  54. ელიზა ცხვიტარია, 2021-2022
  55. თამარ ჭუბაბრია, 2009-2013
  56. სალომე მარგველაშვილი, 2014-2017
  57. დაჩი დარჩიძე, 2021-2022
  58. თემო მაჩიტიძე, 2009-2011
  59. დეა სულუაშვილი, 2014-2016
  60. ლილიკო მამუჭაძე, 2022-დღემდე
  61. ასმათი ნასყიდაშვილი, 2009-2012
  62. გვანცა დოლბაია, 2015-2021
  63. ნათია კუხალაშვილი, 2022-დღემდე
  64. თამაზ ჩახუნაშვილი, 2009-2012
  65. გიორგი არცივაძე, 2015-2020
  66. გვანცა მამულაიშვილი, 2022-დღემდე
  67. თათია დოლიძე, 2009-2013
  68. ნიკა ხარაიშვილი, 2015-2019
  69. თამარ აბრამიშვილი, 2022-დღემდე
  70. ნანა გურგენიძე, 2010-2017
  71. გრიგორი მონასელიძე, 2015-დღემდე
  72. ნუცა ვაჩეიშვილი, 2022-დღემდე
  73. ნინო მელიქიძე, 2010-2013
  74. ლიკა აბრამიშვილი , 2015-დღემდე
  75. ნათია მამისაშვილი, 2022-დღემდე
  76. მარიამ ჩადუნელი, 2010-2017
  77. სოფიო გვენეტაძე, 2015-2019
  78. მარიამი ჯაფარიძე, 2018-2020
  79. სოფიკო ოტიაშვილო, 2010-2014
  80. ლუკა ფოცხიშვილი, 2015-2019
  81. მარიამ ტორონჯაძე, 2019-2021
  82. სალომე კანდელაკი, 2010-2015
  83. ნინი პატარიძე, 2016-2018
  84. ანი იოსელიანი, 2020-2022
  85. ანი მესხიძე, 2010-2014
  86. ირინე ყარანგოზიშვილი, 2016-2018
  87. სოფიო ჯორჯიაშვილი, 2019-დღემდე
  88. ირაკლი გრძელიშვილი, 2010-2018
  89. ანა ქასრაშვილი, 2016-2019
  90. მიკო შახდინარიანი, 2012-2014
  91. ნინო დანელია, 2010-2016
  92. ლუკა ჯაფარიძე , 2016-2017
  93. ნაირა ნაგერვაძე, 2015-2020
  94. მარიამ ირემაძე, 2010-2014
  95. სალომე ბაჯელიძე, 2016-2018
  96. ეკატერინე ნაგერვაძე, 2016-2021
  97. თამარ ჯაყელი, 2010-დღემდე
  98. ქეთევან წურწუმია, 2016-2020
  99. ანი მუხიგულაშვილი, 2014-2019
  100. ნინო ბასილაია, 2010-2011
  101. ქეთევან ხაზალია, 2016-2019
  102. მარგარიტა ცინცაძე, 2017-2020
  103. კოკა კაპანაძე, 2011-2017
  104. ლიზი მამუჭაძე, 2016-2023 143.
  105. ნიკა ჯორბენაძე, 2022-დღემდე
  106. ქეთი გვაზავა, 2011-2013
  107. თათია კახეთელიძე, 2016-2018
  108. ამილ კარაევ, 2013-2018
  109. თამარ სუთიძე, 2011-2015
  110. თამარ გურგენიძე, 2017-2019
  111. ელენე მინაშვილი, 2013-2018
  112. ნანუკა ყრუაშვილი, 2011-2017
  113. ანა ლაზარიაშვილი, 2017-2018
  114. ელისაბედ გედევანიშვილი, 2012-2016
  115. რეზო ჭანიშვილი, 2012-2017
  116. საბა ფესვიანიძე, 2017-2020
  117. მარიამ მორჩაძე, 2013-2014
  118. სოფიო კონჯარია-ქრისტიან, 2008-2012
  119. მარიამ კაკაბაძე, 2017-2018
  120. ნათია ჯოხაძე, 2014-2017
  121. დავით ზვიადაძე, 2012-2016
  122. სანდრო მენაბდე, 2017-2019
  123. ანი სულხანიშვილი, 2022-დღემდე
  124. მანანა ნაცვლიშვილი, 2012-2016
  125. გვანცა ნადირაძე, 2017-2020 150.
  126. ლუკა გოჩიტაშვილი, 2017-2018
  127. ზურაბ გიორგობიანი, 2012-2018
  128. ირაკლი ქოჩიაშვილი , 2017-2018
  129. ანი ჯანელიძე, 2018-2021
  130. მათე დვალიშვილი, 2012-2018
  131. ბექარ გურგენიძე, 2017-2019
  132. ალექსანდრე ბერაია, 2014-2016
  133. გიორგი გუგენიშვილი, 2012-2015
  134. ბექა კაკაბაძე, 2017-დღემდე
  135. ანი მაჩაიძე, 2015-2018
  136. გიორგი წულაია, 2012-2015
  137. ირინა მამულაშვილი, 2017-2018
  138. ნიკოლოზ აფციაური, 2018-2020
  139. თამთა ჯუგაშვილი, 2012-2016
  140. გიორგი ვეკუა, 2017-2020
  141. გია გოზალიშვილი, 2017-დღემდე
  142. მარიამ კაპანაძე, 2012-2015
  143. ანანო რიგვავა, 2018-დღემდე
  144. ლიკა კურდაძე, 2019-2023
  145. თინა დოლბაია, 2012-2018
  146. საბა გურგენიძე, 2018-დღემდე
  147. მარიამ იასეშვილი, 2019-2020
  148. ირაკლი კიკორია, 2013-2016
  149. ნია თათრიშვილი, 2018-2022
  150.  ლუკა ძაგანია, 2012-2018
  151. ელვინ გულიევი, 2013-2015
  152. კესო კაკაჩია, 2018-2021
  153. თამუნა ჯიბუტი, 2015-2017
  154. სოფიკო ცერცვაძე, 2013-2017
  155.  ბექა გვარამია, 2018-დღემდე
  156. დავით კიკორია, 2015-2017
  157. მარიამ ჯუღელი, 2013-2015
  158. თინათინ ჯანჯღავა, 2018-დღემდე
  159. ალექანდრე თევზაძე, 2014-2016
  160. ანა ბოხუა, 2011-2015
  161. ნიკიტა სალუქვაძე, 2015-დღემდე
  162. ანი კვიჟინაძე, 2016-2020.

მასალების გადაბეჭდვის წესი