ახალი ამბები

პარლამენტი 6 მარტს “უსაფრთხოების დამატებით ზომებს” იღებს

5 მარტი, 2023 • 1483
პარლამენტი 6 მარტს “უსაფრთხოების დამატებით ზომებს” იღებს

საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ.

“მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.


ორშაბათს, 6 მარტს, დილის 9 საათზე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება “უცხოელი გავლენის აგენტებზე” რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელსაც დილიდან იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი