ახალი ამბები

რუსული კანონპროექტების განხილვაზე მედია და არასამთავრობოები არ შეუშვეს

2 მარტი, 2023 • 938
რუსული კანონპროექტების განხილვაზე მედია და არასამთავრობოები არ შეუშვეს

პარლამენტში საკომიტეტო განხილვაზე არ უშვებენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. საკომიტეტო განხილვის დარბაზი ფიზიკურად აქვთ ჩახერგილი პარლამენტის მანდატურის წარმომადგენლებს.

მედიისა და სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები, რომელთა შესაზღუდად და დისკრიმინაციისთვის იღებენ რუსულ კანონთა ანალოგებს „აგენტების“ შესახებ, საკომიტეტო განხილვის დარბაზში არ შეუშვეს.

თუმცა დარბაზში უპრობლემოდ შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი  დავით ქართველიშვილი, ასევე- პრორუსი პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია და „ხალხის ძალის“ აქტივისტები.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში და შენობის გარეთ აპროტესტებენ რუსული კანონის განხილვას.

„არა რუსულ კანონს!“ — სკანდირებენ ისინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი