ახალი ამბები

წმინდანების საქმიანობას აფასებენ და ამ საკითხის განხილვა რატომაა მიუღებელი? — ოხანაშვილი რუსულ კანონპროექტზე

1 მარტი, 2023 • 669
წმინდანების საქმიანობას აფასებენ და ამ საკითხის განხილვა რატომაა მიუღებელი? — ოხანაშვილი რუსულ კანონპროექტზე

“უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ, ესეც კი მისაღები შეიძლება იყოს დემოკრატიული პრინციპებისთვის და რა არის ის პრინციპი, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით განხილვასაც კი მიუღებელს ხდის?!”- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანშვილმა „აგენტების“ შესახებ რუსულ კანონპროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება სამსჯელოდ დადგეს, განხილვას საჭიროებს და აპრიორი ტაბუირება მისაღები არ არის.

საუბარია კანონპროექტზე, რომლის მსგავსი კანონიც რუსეთში 2012 წელს მიიღეს და წლებია რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის რეპრესირებისთვის იყენებს.

“ერთ – ერთ კანონპროექტში წერია, რომ არცერთი ორგანიზაციის საქმიანობას საფრთხე არ უნდა შეექმნას. ჩვენი პრინციპია, რომ გაერო იქნება თუ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, თუ მოგვაწვდიან კონკრეტულ წინადადებას, რაზე წუხან, რა არის წუხილი საქმიანად და შინაარსობრივად, ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმსჯელოთ.

ეს საკომიტეტო განხილვებში უნდა აისახოს და არა ისე, რომ ვინმემ წინასწარ ტაბუ დაადოს თემას, რომ თურმე კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის დაწყება დემოკრატიის პრინციპებთან არის შეუთავსებელი”, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი