ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ბევრ საკითხში საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ვართ დამოკიდებული”

1 მარტი, 2023 • 1509
“ბევრ საკითხში საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ვართ დამოკიდებული”

“ჩვენ დღეს ბევრ რამეში დამოკიდებული ვართ საქართველოში შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურებზე”, – ამბობს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სოხუმის კონფერენციაზე, რომელიც პოლიტიკის საკითხებს მიეძღვნა. ამის შესახებ წერს “ეხოკავკაზა”.

შამბას თქმითვე, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრაგმატული მიზნებით ნეიტრალიტეტი უკავია რუსეთთან დაკავშირებით.

“მეტიც, ისინი აქტიურად ეწინააღმდეგებიან უკრაინის ხელისუფლებისა და საკუთარი ოპოზიციის მცდელობებს მოთხოვნაზე, გაიხსნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი. ისინი რუსოფილები არ არიან, უბრალოდ პრაგმატული მიზეზებიდან გამომდინარეობს მათი პოლიტიკა”.

ამის მიუხედავად, შამბას განცხადებითვე, არავინ იცის, როგორ შეიძლება შეიცვალოს საქართველოში დღის წესრიგი ხელისუფლებაზე ზეწოლით და, შესაბამისად, როგორც ის ამბობს, აფხაზეთი მზად უნდა იყოს ყველა სცენარისთვის.

“პირველ რიგში, ჩვენ ძალიან კარგად უნდა შევამოწმოთ ჩვენი არმიის სამობილიზაციო შესაძლებლობები, რაზეც შესაბამისი დავალებები უკვე გასცა ჩვენმა პრეზიდენტმა. მეორე რიგში, უმოკლეს ვადებში უნდა მომზადდეს შეიარაღებული ძალების რეფორმის კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ გადაიარაღების საკითხზე, არმიის უახლესი შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვაზე. და მესამე, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერის პოლიტიკა ახალი რუსული რეგიონების – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართ”.

“მეორე ფრონტის” გახსნის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. “ქართული ოცნების”  კონკრეტული წევრები საჯარო განცხადებებში დასავლეთს “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებენ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის გახსნის  თემა მოგონილი და ტყუილია, რითაც პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი