ახალი ამბები

სოზარ სუბარი ალიანსიდან ალიანსში?

4 ივნისი, 2010 • 1416
სოზარ სუბარი ალიანსიდან ალიანსში?

სოზარ სუბარი  გაჩეჩილაძე-ოქრუაშვილი-ბურჯანაძის  ალიანსში  გაერთიანებას, ჯერჯერობით, არ გეგმავს, მაგრამ ამბობს, რომ მათთთან კონსულტაციები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი შეიქმნება, სუბარს გადაწყვეტილი არ აქვს, რა სახით ითანამშრომლებს მათთან.

,,არჩევნებმა კარგად დაგვანახა, რომ შედეგის მიღწევა არ შეუძლია ერთ,  ორ ან სამ პოლიტიკურ ძალას, საჭიროა გაცილებით ძლიერი ალტერნატივის შექმნა. შედეგს და გამარჯვებას მე ვერ დავარქმევ ქვეყნის მასშტაბით მოპოვებულ 9 %-ს“, – ამბობს სოზარ სუბარი ,,ნეტგაზეთთან“ საუბარში.

შეკითხვაზე, აკისრებს თუ არა პასუხისმგებლობას ნინო ბურჯანაძეს 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით, სუბარმა განაცხადა, რომ ესენი ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც ბრძოლა შესაძლებელია ამ ეტაპზე შედეგიანი იყოს.

სოზარ სუბარმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა და ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარემ  მოძრაობა ”ალიანსი საქართველოსათვის” რიგები 31 მაისს, არჩევნების მეორე დღესვე, დატოვა. მან  ყოფილი თანაგუნდელები გააკრიტიკა იმის გამო, რომ გამარჯვების შანსი ხელიდან გაშვებულ იქნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი