ახალი ამბები

ვენეციის კომისიაში რატომ, Госдума-ში გააგზავნონ — ელისაშვილი აგენტების კანონპროექტებზე  

27 თებერვალი, 2023 • 684
ვენეციის კომისიაში რატომ, Госдума-ში გააგზავნონ — ელისაშვილი აგენტების კანონპროექტებზე  

„ცოტა გაოცებული ვარ, რომ ვენეციის კომისიაში აგზავნიან, რადგან უფრო სწორი იქნებოდა, გააგზავნონ Госдума-ში, ან კიდევ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში, Сове́т Федера́ции რომ ჰქვია“, — განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა აგენტების შესახებ კანონპროექტების ვენეციის კომისიაში გაგზავნის ინიციატივაზე.

მისი თქმით, ახლა მთელმა ოპოზიციამ უნდა მოინდომოს, რომ ეს კანონი პარლამენტში არ გავიდეს.

„რა ვენეცია, რა ფლორენცია, თავისი არსით, შინაარსით ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული კანონი — ახალიც და ძველიც. ეს არის რუსული წამოწყება, რუსული იდეა, რუსული ინიციატივა. შესაბამისად, გააგზავნონ იქ, მარია ზახაროვების და მისთანების ქვეყანაში, მათ დაწერონ ექსპერტიზა და გამოაგზავნონ. ამ ხალხს არ უნდა ევროპაში ცხოვრება, ამათ უნდათ, რომ ვიყოთ რაღაც გუბერნია. ეს კანონი საქართველოს პარლამენტში არ უნდა გავიდეს, ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული კანონი არ უნდა გავიდეს ქართულ პარლამენტში და მე, როგორც ერთ დეპუტატს, რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“, — განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, იპოზიციის ნაწილი უნდა შეიშვას ბოიკოტს და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკითხს, რათა კანონპროექტი პარლამენტში ჩავარდეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის შესახებ“ მათ მიერ მომზადებულ ორივე კანონპროექტს ჯერ პირველი მოსმენით მიიღებენ, შემდეგ კი ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.

უმრავლესობა რუსულ კანონს ვენეციის კომისიაში აგზავნის

მასალების გადაბეჭდვის წესი