ახალი ამბები

„ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება“ — ნორვეგია აგენტების კანონპროექტზე

25 თებერვალი, 2023 • 1611
„ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება“ — ნორვეგია აგენტების კანონპროექტზე

ნორვეგია შეწუხებულია საქართველოს კანონისპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უცხოურ აგენტებად განსაზღვრავს.

„[კანონპროექტი] ქართველი ხალხის ურყევი ევროპული მისწრაფებების და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების საწინააღდეგოა. უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე“, — აცხადებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ნორვეგია ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, იმოქმედონ დემოკრატიის ინტერესებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი