ახალი ამბები

რიკოთზე მთელი ღამე მანქანები საცობში იდგნენ

24 თებერვალი, 2023 • 497
რიკოთზე მთელი ღამე მანქანები საცობში იდგნენ

წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, დიდთოვლობის გამო რიკოთზე მოძრაობა  შეჩერებული იყო. როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მანქანები საცობში იდგნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, დილიდან მოძრაობა ნელ-ნელა აღდგა. რაც შეეხება მგაზვრებს, მათ უსაფრთხოდ დატოვეს ტერიტორია.

ადგილობრივი მედია გუშინ ღამით წერდა, რომ მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, მოქალაქეები იძულებულები იყვნენ გზაზე ცეცხლი დაენთოთ და გამთბარიყვნენ.

რაც შეეხება ოფიციალურ კომენტარს, შსს-ში ამბობენ, რომ მთელი ღამე ინტენსიურად მუშაობდნენ როგორც გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და მაშველები.

მასალების გადაბეჭდვის წესი