ახალი ამბები

ბაიდენი აკრიტიკებს რუსეთის გადაწყვეტილებას ბირთვული შეთანხმების შეჩერებაზე 

23 თებერვალი, 2023 •
ბაიდენი აკრიტიკებს რუსეთის გადაწყვეტილებას ბირთვული შეთანხმების შეჩერებაზე 

ჯო ბაიდენმა  განაცხადა, რომ აშშ დაიცავს NATO-ს ყოველ სანტიმეტრს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განაცხადა 22 ნოემბერს ვარშავაში, ‘ბუქარესტის ცხრიანის” შეხვედრის შემდეგ, და გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებთან ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებაში  რუსეთის მონაწილეობის შეჩერებაზე.

ბაიდენმა “დიდი შეცდომა” უწოდა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას, რომელის შესახებაც ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს ისაუბრა.

2010 წელს გაფორმებული ეს შეთანხმება ზღუდავს აშშ-ისა და რუსეთის ბირთვული ქობინების რაოდენობას და თითოეულს აძლევს უფლებას, შეამოწმოს მეორის იარაღი.  [ქობინი ეწოდება შეიარაღების ნაწილს, რომელიც სატყორცნი იარაღის წინა ადგილასაა განლაგებული და შეიცავს ბირთვულ ან თერმობირთვულ სისტემას].

ოთხშაბათს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ლიდერების ჯგუფმა, რომელიც “ბუქარესტის ცხრიანის” სახელითაა ცნობილი,  საერთო დეკლარაციით კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

ბიბისის ცნობით, განცხადებას შეუერთდა უნგრეთიც, რაც ინტერესის საგანი იყო, რადგან უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ “ შეინარჩუნებს კავშირებს მოსკოვთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი