ახალი ამბები

24 თებერვალს უკრაინაში რადას სხდომას დავესწრებით – „ლელო“

20 თებერვალი, 2023 • 2139
24 თებერვალს უკრაინაში რადას სხდომას დავესწრებით – „ლელო“

პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, მათი წარმომადგენლობა უკრაინაში გაემგზავრება და 24 თებერვალს უკრაინული მხარის მოწვევით რადას სხდომას დაესწრება.

როგორც პარტიაში ამბობენ, უკრაინაში გაემგზავრებიან პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდგივანი ბადრი ჯაფარიძე, პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი – გრიგოლ გეგელია.

ვიზიტი 3-დღიანი იქნება, რა დროსაც, როგორც „ლელო“ აცხადებს, პარტიის წევრები შეხვედრებს გამართავენ უკრაინის მმართველ პარტიასა და პოლიტიკურ სპექტრთან.


უკრაინის პარლამენტმა 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავზე, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებთან ერთად, საქართველოდანაც მიიწვია დეპუტატები, რაზეც მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა.

პარლამენტის დელეგაცია 24 თებერვალს კიევში მიიწვიეს, “ოცნება” უარს ამბობს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი