საზოგადოება

პარლამენტის დელეგაცია 24 თებერვალს კიევში მიიწვიეს, “ოცნება” უარს ამბობს

20 თებერვალი, 2023 •
პარლამენტის დელეგაცია 24 თებერვალს კიევში მიიწვიეს, “ოცნება” უარს ამბობს

უკრაინის პარლამენტმა 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებთან ერთად, საქართველოდანაც მიიწვია დეპუტატები, რაზეც მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ გაავრცელა.

ვაშაძემ ამ ფაქტს შოკისმომგვრელი უწოდა და განაცხადა, რომ მმართველა გუნდმა ეს ცნობა დამალა.

ეს ცნობა დაადასტურა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

“დიახ, გარკვეული პირები ჩვენი დელეგაციის 24 თებერვალს მივწეული ვართ, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ”, – განაცხადა ზარქუამ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი კიევში ჩასვლაზე უარს 2 მიზეზის გამო ამბობს. 1. “უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ”. 2. “პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ მიხეილ სააკაშვილს”.

“მე მგონია, რომ ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს”, – განაცხადა ზარქუამ და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და საქართველო მხარს უჭერს უკრაინას სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.

მასალების გადაბეჭდვის წესი