ახალი ამბები

“რომ მოკვდეს, იტყვიან როლს თამაშობსო?” – გიული ალასანია ღარიბაშვილის განცხადებაზე

19 თებერვალი, 2023 • 1273
“რომ მოკვდეს, იტყვიან როლს თამაშობსო?” – გიული ალასანია ღარიბაშვილის განცხადებაზე

“ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იტყვიან როლს თამაშობსო?”, – ასე ეხმაურება გიული ალასანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განცხადებას, რომელმაც გუშინ 18 თებერვალს მიუნხენის კონფერენციაზე მისი შვილის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ თქვა, რომ ექსპრეზიდენტი “კარგი მსახიობია”.

“მოვისმინე თვითონ და მართალი გითხრათ გაკვირვებული დავრჩი იმიტომ, რომ ადამიანმა დაიწყო იმით, რომ ის არის თურმე დიდი მსახიობი და რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე? გეგულებათ ასეთი მსახიობი მსოფლიოში, რომ თვეები ჰქონდეს სიცხე, ამას თამაშობდეს და და წონის ნახევარი დაიკლოს? ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია…

და ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იტყვიან როლს თამაშობსო? სისხლისღვრისთვის ჩამოვიდაო. უკაცრავად, ვის უნახავს მისი სისხლისღვრა? ვარდების რევოლუცია ისე ჩატარდა, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია. რა სისხლისღვრაზეა ლაპარაკი”, – განაცხადა ალასანიამ.

გუშინ, 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციის თემატურ პანელზე კითხვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუსვეს.

ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კარგი მსახიობია, საქართველოს მთავრობა კი პრემიერის განცხადებით, მისთვის მაქსიმალურ კომფორტსა და მკურნალობას უზრუნველყოფს.

ღარიბაშვილის განცხადება ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი