მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა გადადგა. როგორც ევრონიუსი იტყობინება, გადადგომის მიზეზი გახდა ეკონომიკური კრიზისი, რის ფონზეც მოლდოვაში მოსახლეობის უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება.
უკრაინაში მიმდინარე ომმა მოლდოვას არაერთი პრობლემა შეუქმნა — ქვეყანაში, სადაც 2.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, უკრაინის ომმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ომის დაწყების დღიდან. უკრაინის ენერგოსისტემაზე მიტანილი ავიაიერიშების გამო, ელექტროენერგია ხშირად ითიშებოდა მოლდოვაში, გარდა ამისა, ქვეყანას მძიმე ტვირთად დააწვა უკრაინელი ლტოლვილების დიდი ნაკადი, გაიზარდა ინფლაციაც.
შესაბამისად, პროდასავლელი ნატალია გავრილიტასა და მისი მთავრობის მიმართ მოსახლეობა სულ უფრო უკმაყოფილო იყო.
მოლდოვის პრეზიდენტმა გავრილიტას მადლობა გადაუხადა იმ 1.5 წლისთვის, რომლის განმავლობაშიც მთავრობის მეთაურის პოსტი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ პერიოდში ეკავა. სანდუმ მოლდოვის პარლამენტს ახალი მთავრობა დასამტკიცებლად უალხოეს დღეებში უნდა წარუდგინოს.