27 მაშველი სომხეთიდან თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქ ადიამანში სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო. შესაბამისი ფოტომასალა ფეისბუკზე გარო ფაილანმა, თურქეთში სომხური წარმოშობის დეპუტატმა გამოაქვეყნა.
ოფიციალური ცნობითვე, სომხეთიდან 29 მაშველი სირიაში გაემგზავრა.
თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 ათასს გადააჭარბა გადააჭარბა.