უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა.
ლონდონის სტენსტედის აეროპორტში მას პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა.
BBC-ის თანახმად, დღევანდელი ვიზიტი იქნება უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის სიმბოლური ჩვენება.
პრეზიდენტი ზელენსკი ეწვევა დაუნინგ სტრიტს, შეხვდება მეფე ჩარლზ III-ს და გახდება ერთ-ერთი იმ რამდენიმე უცხოელ ლიდერს შორის, ვინც პირადად მიმართავს პარლამენტს. ის მოინახულებს უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებსაც ბრიტანული ძალები წვრთნიან. გაერთიანებული სამეფო იწყებს უკრაინელი საზღვაო ქვეითების და პილოტების წვრთნას მოიერიშე თვითმფრინავებზე.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს არის ვოლოდიმირ ზელენსკის მესამე ოფიციალური საერთაშორისო ვიზიტი აშშ-ისა და პოლონეთის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში წინ უსწრებს ბრიუსელში მოგზაურობას. ხვალ იგი, სავარაუდოდ, სიტყვით გამოვა ევროპარლამენტში და დაესწრება ევროკავშირის ლიდერების სამიტს.