გერმანიამ, დანიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ უახლოეს თვეებში უკრაინას მინიმუმ 100 Leopard 1-ს მიაწვდიან.
სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ერთობლივი განცხადების თანახმად, ძველი A5 ტიპის Leopard 1-ის განახლებულ ტანკებს სამრეწველო მარაგებიდან უკრაინას უახლოესი თვეების განმავლობაში მიაწოდებენ.
დახმარების პაკეტი მოიცავს Leopard 1-ის მართვის სწავლებას, ასევე, სათადარიგო ნაწილებსა და საბრძოლო მასალას.
Together with Germany and Denmark, the Netherlands are providing Ukraine with at least 100 refurbished Leopard 1A5 tanks from industrial stocks. We remain determined to support
Ukraine in their fight against the Russian aggression. pic.twitter.com/3O0ukQ6TZv— Kajsa Ollongren (@DefensieMin) February 7, 2023
გერმანიის თავდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ ბერლინმა 178-მდე Leopard 1 A5 ძირითადი საბრძოლო ტანკის ექსპორტის ლიცენზია გასცა. ტანკები მოდის სამრეწველო მარაგებიდან და, უმეტესწილად, ჯერ კიდევ საჭიროებს შეკეთებას.
„რამდენი Leopard 1 A5 ძირითადი საბრძოლო ტანკი იქნება რეალურად მიწოდებული უკრაინაში, ეს დამოკიდებულია საჭირო სარემონტო სამუშაოებზე“, – განაცხადეს სამინისტროებმა.
გერმანიას ასევე დაანონსებული აქვს უკრაინისთვის „Leopard 2“ ტანკების გადაცემა.
გერმანია უკრაინას ჯერ 14 „ლეოპარდს“ გადასცემს, დაგეგმილია 2 სატანკო ბატალიონის შეკრება
რას შეცვლის უკრაინისთვის ტანკების გადაცემა? — 3 ქართველი გენერლის მოსაზრება