ახალი ამბები

8 თებერვალს იუსტიციის სამინისტროსთან სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

7 თებერვალი, 2023 • 2641
8 თებერვალს იუსტიციის სამინისტროსთან სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

ხვალ, 8 თებერვალს, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

ხაბეიშვილმა რეგიონებში აქციების ჩატარების განრიგიც გამოაცხადა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ, რაც მთელ საქართველოს მოიცავენ, ეს იქნება თბილისში დიდი საპროტესტო მუხტის უზრუნველყოფის გარანტი.

თუმცა, მისი თქმით, ამისთვის საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება

„9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში, 13:00 საათზე, პარალელურ რეჟიმში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ვგულისხმობ მერიას და გამგეობას, გაიმართება სოლიდარობის აქციები. ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერებიც, მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ კარგად, რომ მათ მოსვენება არ ექნებათ.

ასევე, 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში, 13:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქციები.

შაბათს, 11 თებერვალს, 15:00 საათზე, გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში. ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს, მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი