აზერბაიჯანის ცნობით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო სამუშაოებში ჩასართველად 370 მაშველს გზავნის.
თურქეთში გააგზავნის შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს საქართველოც.
„თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან“, – ამბობენ საქართველოს მთავრობაში.
თურქეთს დახმარება შესთავაზა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც.
Saddened by the news of the devastating earthquake in #Türkiye & #Syria that resulted in the loss of so many lives. Our deepest condolences to the families of the victims and we wish a speedy recovery to the injured. Armenia is ready to provide assistance.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) February 6, 2023
თურქეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ორივე ქვეყანა აგრძელებს სამაშველო სამუშაოებს, რასაც ართულებს ამინდი. BBC წერს, რომ თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, რათა მაშველებს ხელი არ შეუშალონ კოორდინირებაში.