ახალი ამბები

ხუდონჰესის მოდიფიცირებაზე ვმუშაობთ, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს — ღარიბაშვილი

6 თებერვალი, 2023 •
ხუდონჰესის მოდიფიცირებაზე ვმუშაობთ, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს ხუდონჰესის პროექტის მოდიფიცირებაზე, რათა სოფლის, საფლავებისა და ეკლესიის დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა.

ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ როგორც ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, სასიხარულო იქნება“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი მსხვილი პროექტები სახელმწიფოს თანამონაწილეობით უნდა გაკეთდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი