ახალი ამბები

კაცმა ცოლი და სიდედრი, სავარაუდოდ, მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა

6 თებერვალი, 2023 • 958
კაცმა ცოლი და სიდედრი, სავარაუდოდ, მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა

გორის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და სიდედრი, სავარაუდოდ, მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა.

“ნეტგაზეთი” დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელის.


ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სახელმწიფოს აქვს დაცვისა და დახმარების ხელშეწყობის რამდენიმე მექანიზმი. მათ შორის არის შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თავშესაფარი, კრიზისული ცენტრები და 2023 წლიდან – ფულადი კომპენსაციაც.

აღნიშნული სერვისებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობის, ასევე იძულების შემთხვევაში, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნომერზე 112, ან დარეკოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე 116 006 [ზარი უფასოა], სადაც 9 ენაზე გაგიწევენ კონსულტაციას. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ 112-ის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეძლებთ პოლიციის გამოძახებას.

ამასთან, შეგიძლიათ მიმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც გაგიწევენ იურიდიულ კონსულტაციას და გარკვეულ შემთხვევებში, სხვა სახის დახმარებასაც.

რა სერვისები აქვს სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი