ახალი ამბები

შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო

5 თებერვალი, 2023 • 1235
შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემის პრიზი ზედიზედ მეორედ მოიგო.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა 4 თებერვალს გამართულ ფინალურ შეხვედრაში ბრაზილიელი დანიელ კარნინი იპონით დაამარცხა და ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.

შავდათუაშვილი არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია. 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ოლიმპიური ოქრო მოიპოვა, 2016 წლის ოლიმპიადაზე კი — ბრინჯაოს მედალი. შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა 2021 წელს, ბუდაპეშტში გამართულ შეჯიბრზეც.

რაც შეეხება ბოლო, 2021 წელს გამართულ ოლიმპიადას, მანდ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მთავარ ფოტოზე: ლაშა შავდათუაშვილი/საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი