ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამღიზიანებლად აქციოს” – ლავროვი

2 თებერვალი, 2023 • 1736
“დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამღიზიანებლად აქციოს” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუსულ ტელეკომპანია “როსია 1”- თან [«Россия 24»] ინტერვიუში საქართველოს საკითხზე საუბრობს და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აქებს.

ლავროვის განცხადებით, “დასავლეთის ქვეყნებს არაერთხელ მოუწოდებიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაეხსნათ”.

“რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის პასუხად, სანქციებს მიერთდებოდა საქართველო, საქართველო ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. დასვლეთს სურს საქართველო აქციოს რუსეთის “გამღიზიანებლად”. დღეს საქართველოში, პრეზიდენტის გარდა, არსებობს მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს”, – ამბობს ლავროვი და ამასთან საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ციტატებიც მოჰყავს.

“მეორე ფრონტის” გახსნის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. “ქართული ოცნების”  კონკრეტული წევრები საჯარო განცხადებებში დასავლეთს “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებენ. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეორე ფრონტის გახსნის  თემა მოგონილი და ტყუილია, რითაც პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. 

დასავლეთის მიერ ინიცირებული “მეორე ფრონტის” შესაძლო გახსნაზე საუბრობს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი