ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.
კერძოდ, გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ხალხის ინტერესებს საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს, მაშინ როცა მსგავსი განწყობა წინა კვლევაში გამოკითხულთა 31%-ს ჰქონდა.
NDI-ის კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი (30%) და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი (45%) ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს.
როგორც NDI-ის კვლევით გამოიკვეთა, მოქალაქეთა წილი, ვინც ფიქრობს, რომ მათ ინტერესებს ერთი პარტია მაინც წარმოადგენს,
განსაკუთრებით შემცირდა უმცირესობათა დასახლებებში, დიდ ქალაქებში, 35-54 წლის ასაკობრივ ჯგუში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა. კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან, ხოლო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.