ახალი ამბები

უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან დაშვებას ითხოვს

2 თებერვალი, 2023 • 2313
უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილთან დაშვებას ითხოვს

უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი ითხოვს, სააკაშვილის მონახულების უფლება მისცენ და ამბობს, რომ სააკაშვილის, – უკრაინის მოქალაქის, – წამება მიმდინარეობს.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. რასაც ფოტოზე და ვიდეოზე [სასამართლოზე სააკაშვილის დღევანდელი ჩართვიდან] ვხედავთ, უკრაინის მოქალაქის წამებაა. ყველა საჯაროდ უყურებს, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა. ეს დაუშვებელია“, – წერს იგი.

ლუბინეცი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუშვას სააკაშვილთან და აღნიშნავს, რომ რამდენჯერმე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსა და იუსტიციის სამინისტროს, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ლუბინეცი აგრეთვე მოუწოდებს ხელისუფლებას, სააკაშვილს სამკურნალოდ გამგზავრების უფლება მისცეს.


სააკაშვილზე დღეს განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სააკაშვილი მოკლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.