„ევროპის სახალხო პარტიის“(EPP) წევრი ევროპარლამენტარები ეხმიანებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ტვიტერზე აქვეყნებს პირველი თებერვლის სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოს და ამბობს, რომ პოლიტიკური განხილვების დრო აღარ არის, რადგან ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ყოველ წუთს უარესდება.
„პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ყოველ წუთს უარესდება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ საჭირო მკურნალობის მისაღებად მიეცეს მას საშუალება, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. პოლიტიკური განხილვების დრო აღარ არის“, – წერს რასა იუკნევიჩიანე ტვიტერზე.
President @SaakashviliM‘s condition has reached a critical state and is deteriorating by the minute.
I call on Georgian authorities to allow him to be immediately transferred to the ICU to receive necessary treatment. There is no more time for political deliberations.@EPPGroup pic.twitter.com/q21JAR8Rrl
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) February 1, 2023
კიდევ ერთი ევროპარლამენტარი, ვინც სააკაშვილის მდგომარეობაზე ტვიტერზე წერს, მირიამ ლექსმანია. მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს, რომ სააკაშვილის საკითზე ევროპარლამენტში სასწრაფოდ დებატები გაიმართოს.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა. „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ჯგუფი მხარს უჭერს, სასწრაფოდ გაიმართოს ევროპარლამენტში პლენარული დებატები. მას უნდა მიეცეს საშუალება, დაუყოვნებლივ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ. მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“, – წერს მირიან ლექსმანი.
Georgian authorities must STOP hazarding with ex-president Saakashvili’s life.
The @EPPGroup is supporting an urgent @Europarl_EN plenary debate. He must be allowed to immediately undergo medical treatment abroad. Georgian authorities bear FULL RESPONSIBILITY for his health https://t.co/NEximX1WOA— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) February 1, 2023
დღეს, პირველ თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ერთადერთი, რასაც ითხოვს, ისაა, რომ ადეკვატური მკურნალობის საშუალება მიეცეს.