ახალი ამბები

აშშ უკრაინას 150 კმ-ზე მოქმედ რაკეტებს მიაწვდის — Reuters

1 თებერვალი, 2023 • 538
აშშ უკრაინას 150 კმ-ზე მოქმედ რაკეტებს მიაწვდის — Reuters

აშშ ამზადებს დაახლოებით 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, პირველად მოიცავს შედარებით შორი მოქმედების რაკეტებს.

ამის შესახებ „როიტერსს“ ამ საკითხზე ინფორმირებულმა ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

ოფიციალური პირების თქმით, დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება. მოსალოდნელია, რომ ის ასევე მოიცავს „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების დამხმარე აღჭურვილობას, ზუსტ მართვად საბრძოლო მასალასა და Javelin-ებს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ახალი პაკეტი გამოიყოფა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, იარაღი მიიღოს ინდუსტრიიდან და არა აშშ-ის მარაგებიდან.

USAI-ს თანხები მოხმარდება Boeing Co-ის მიერ დამზადებული ახალი იარაღის — მცირე დიამეტრის სახმელეთო ბომბის (GLSDB) შეძენას — რომლის მოქმედების მანძილი 94 მილს (150 კმ) შეადგენს. შეერთებულმა შტატებმა უარყო უკრაინის მოთხოვნა 185 მილზე (297 კმ) მოქმედი ATACMS-ის რაკეტაზე. ამ დრომდე უკრაინისთვის გადაცემული ყველაზე შორსმოქმედი შეიარაღება HIMARS-ის 50 მილზე (80 კმ) მოქმედი რაკეტები იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.