ახალი ამბები

უკრაინას EU-ში გაწევრიანება 2 წელიწადში სურს

30 იანვარი, 2023 • 1870
უკრაინას EU-ში გაწევრიანება 2 წელიწადში სურს

უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება 2 წელიწადში სურს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გამოცემა Politico-სთან ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ ველით, რომ 2023 წელს შეგვიძლია, მოლაპარაკებების დაწყების წინასწარი ეტაპი გქვონდეს“, – განაცხადა შმიგალმა.

დენის შმიგალმა ასევე ისაუბრა კორუფციის შესახებ, რომელიც უკრიანის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინის მთავრობას კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა აქვს. მისი თქმით, ეს არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გასაღები.

„სამწუხაროდ, კორუფცია გუშინ არ დაბადებულა, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღმოვფხვრით მას“, – განაცხადა შმიგალმა.

კვირის ბოლოს კიევში ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წევრების მონაწიელოებით ევროკავშირ-უკრაინის სამიტი უნდა გაიმართოს, რომლის მთავარი ამოცანაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინელთა მოლოდინების მართვა იქნება.

როგორც ევროკავშირის მაღალჩინოსანმა Politico-ს უთხრა, კიევში მოლოდინი საკმაოდ დიდია, მაგრამ ყველა პირობა, რომელიც ევროკომისიამ წამოაყენა, უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

„ჩვენ გვჭირდება რეფორმირებული უკრაინა. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ისეთი უკრაინა, როგორიც ომამდე იყო”, – თქვა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სამიტის მომზადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.