ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი შეშფოთებულია სომხეთში ევროკავშირის მისიის განთავსების საკითხზე

27 იანვარი, 2023 • 1507
რუსეთი შეშფოთებულია სომხეთში ევროკავშირის მისიის განთავსების საკითხზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ევროკავშირის მისიის განთავსების საკითხთან დაკავშირებით, სადაც ღიად გამოთქვამს უკმაყოფილებას სომხეთის პოზიციისადმი.

“23 იანვარს ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ევროკავშირის ახალი სამოქალაქო მისია სომხეთში ორი წლით განათავსოს, რომელიც უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე არსებული მისია, რომელიც 2022 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე განთავსდა. ბრიუსელი გულწრფელად რომ ყოფილიყო დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით, საკუთარი მისიის მუშაობის პირობებს აზერბაიჯანთან შეათანხმებდა”, – აცხადებენ უწყებაში.

მოსკოვის პოზიციითვე, “სომხეთის სასაზღვრო რაიონებში ევროკავშირის წარმომადგენლების განთავსება, რომელიც აშშ-ის და ნატოს დამატებაში გადაიზარდა და დსთ-ის სივრცეში კონფრონტაციულ პოლიტიკას აწარმოებს, მხოლოდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებებს შემოიტანს რეგიონში და გაამწვავებს არსებულ უთანხმოებებს”.

ლავროვი გაღიზიანებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლად დასავლეთის ჩართვით

აქვე რუსეთის საგარეო აცხადებს, რომ ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ვინმე, ვინაიდან “ის ფორმირდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ევროკავშირის  პოლიტიკის ფარგლებში”.

უწყების განცხადებითვე, ევროკავშირის მცდელობები, ნებისმიერ ფასად გამაგრდნენ სომხეთში და რუსეთის, როგორც შუამავლის ძალისხმევა შეზღუდონ, ზიანს მოუტანს სომხებისა და აზერბაიჯანელების ინტერესს, რეგიონში მშვიდობა დამყარდეს.

“გვჯერა, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფაქტორი რუსეთი და რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტია სომხეთის საზღვრებზე.”

ამასთან, მოსკოვი აცხადებს, რომ რუსი სამშვიდობოები საჭიროების შემთხვევაში რეაგირებას მოახდნენ ევროკავშირის დამკვირვებლების ქცევაზე.

განცხადების ბოლოს, რუსული მხარე ახსენებს სომხეთს ОДКБ-ს, რომელსაც, ერევანმა ევროკავშირი არჩია. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ერევანი შეიცვლის პოზიციას, როგორც საგარეო ამბობს, რუსეთი და ОДКБ მზად არიან თანამშრომლობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი