ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლავროვი გაღიზიანებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლად დასავლეთის ჩართვით

1 დეკემბერი, 2022 • 2170
ლავროვი გაღიზიანებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლად დასავლეთის ჩართვით

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან ბრალი დასდო დასავლეთს, კერძოდ, აშშ-ს და საფრანგეთს იმაში, რომ მათ შეზღუდეს OSCE-ს მინსკის ჯგუფის [ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე ჯგუფი აშშ-ის, საფრანგეთის და რუსეთის მონაწილეობით] საქმიანობა. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

როგორც ლავროვი ამბობს, რუსეთი ამ პროცესში სხვა მოთამაშეების “ჩაკვეხების” მცდელობას აკვირდება.

“ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავდით. ერთადერთი, ბაქოსთან და ერევანთან კონტაქტის დროს აღვნიშნავდით, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ვაშინგტონმა და პარიზმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ არცერთ ფორმატში არ ითანამშრომლებენ რუსეთთან, რითაც OSCE-ს მინსკის ჯგუფის საქმიანობის დასრულება გამოაცხადეს”.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი და სომხეთი უარს იმიტომ არ ეუბნებიან დასავლეთს შუამავლობაზე, რომ “თავაზიანი ხალხია” და მიწვევაზე უარს ვერ ამბობენ.

მოსკოვის პარალელურად, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირ კომუნიკაციისა და დიალოგის ორგანიზებას უწევენ ევროსტრუქტურები და ევროპელი ლიდერები. დასავლეთის ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებაში განსაკურებით უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი