ესპანეთი მზადაა, უკრაინას მიაწოდოს გერმანული წარმოების ლეოპარდის ტიპის 2 ტანკი.
ინფორმაციას ესპანეთის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით როიტერსი ავრცელებს.
მადრიდი იმოქმედებს დასავლურ ალიანსთან კორდინირებულად, რათა დაეხმაროს უკრაინას, განაცხადა ესპანელმა მინისტრმა:
„ესპანეთი მზადაა, ამ კოორდინაციის ფარგლებში იმუშაოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა გააკეთოს ყველაფერი, რაც აუცილებელია, მათ შორის ლეოპარდების გაგზავნა, ამ ლეოპარდების გამოყენების სწავლება”.
ესპანეთმა უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 25 იანვარს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ უკრაინას ლეოპარდის 14 ტანკს გადასცემს. გარდა ამისა, გერმანიამ პარტნიორ ქვეყნებს ნება დართო, თავიანთი მარაგებიდან გაგზავნონ უკრაინაში Leopard 2 ტანკები.
25 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 31 m1 აბრამსის ტანკებს გადასცემს.
“ბედნიერი დღეა უკრაინისთვის, ჩვენ გვაქვს სატანკო კოალიცია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ლიდერებს ტანკების გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის.