ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი აცხადებს, რომ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თემაზე ესაუბრა.
ამის შესახებ ლიპავსკი ტვიტერზე წერს:
“ილია დარჩიაშვილთან განვიხილეთ- ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 კრიტერიუმის შესრულების საკითხი საქართველოს შემდგომი ევროპული გზისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი. ყურადღება გავამახვილე უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე”, – დაწერა იან ლიპავსკიმ.