ახალი ამბები

ესტონეთი თავის ყველა 155 მმ-იან ჰაუბიცას უკრაინას გადასცემს

23 იანვარი, 2023 • 935
ესტონეთი თავის ყველა 155 მმ-იან ჰაუბიცას უკრაინას გადასცემს

ესტონეთი, გასულ კვირას გამოცხადებული სამხედრო დახმარების რეკორდული პაკეტის ფარგლებში, თავის ყველა 155 მმ-იან ჰაუბიცას უკრაინას გადასცემს.

Європейська правда-ს ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის ელჩმა კაიმო კუუსკმა განაცხადა.

„ჩვენ ყველა ჩვენს 155 მმ-იან ჰაუბიცებს ვაძლევთ უკრაინას. გვინდა, ამ გზით შევქმნათ პრეცედენტი, რათა სხვა ქვეყნებს არ ჰქონდეთ საბაბი, თუ რატომ არ შეუძლიათ, უკრაინას მიაწოდონ საჭირო იარაღი ომის მოსაგებად“, — განაცხადა კაიმო კუუსკიმ.

ელჩმა ასევე გამოაცხადა იარაღის სია, რომელიც თანხვედრაშია ესტონურ მედიაში ადრე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან. პაკეტში შედის:

  • ათეულობით 155 მმ-იანი FH-70 და 122 მმ D-30 ჰაუბიცა;
  • 155 მმ კალიბრის ათასობით საარტილერიო ჭურვი;
  • ასობით ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი M2 „Karl-Gustaf“ საბრძოლო მასალით;
  • საარტილერიო დანაყოფების დამხმარე საშუალებები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი