ახალი ამბები

სანდუ: სერიოზული დისკუსიაა, შეგვიძლია თავის დაცვა თუ დიდი ალიანსის ნაწილი უნდა გავხდეთ

21 იანვარი, 2023 • 905
სანდუ: სერიოზული დისკუსიაა, შეგვიძლია თავის დაცვა თუ დიდი ალიანსის ნაწილი უნდა გავხდეთ

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუ „პოლიტიკოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით მოლდოვის თავდაცვისუნარიანობაზე სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს.

მოლდოვის პრეზიდენტი, რომლის კონსტიტუციაშიც ნეიტრალიტეტის შესახებ ჩანაწერი არსებობს, აცხადებს რომ შესაძლოა კიშინიოვს აღნიშნული მუხლის შეცვლა მოუწიოს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანა ამ გადაწყვეტილებამდე მივა, ეს დემოკრატიული პროცესით უნდა მოხდეს:

„სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებზე — შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა თუ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი უნდა გავხდეთ. თუ ამ გადაწყვეტილებამდე მივალთ, მოგვიწევს ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის ცვლილება, ეს დემოკრატიული პროცესით უნდა მოხდეს.

მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა, რომელსაც მეზობლებთან ომი არ დაუწყია, თუმცა აღნიშნავს, რომ კრემლის პროპაგანდამ მოახერხა და საზოგადოების ნაწილი დაარწმუნა, თითქოს ნეიტრალიტეტი თავდაცვის სექტორში ინვესტირებაზე უარის თქმას და მის გასაძლიერებლად არაფრის კეთებას გულისხმობს, რაც სანდუს განცხადებით არასწორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი