ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ აღვივებს რუსეთი ანტიდასავლურ განწყობებს სამხრეთ კავკასიაში | ISFED-ის ანგარიში

19 იანვარი, 2023 • 1678
როგორ აღვივებს რუსეთი ანტიდასავლურ განწყობებს სამხრეთ კავკასიაში | ISFED-ის ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში – სოციალური მედიისა და ვებ -პლატფორმებზე მოქმედი პრორუსული ქსელი გამოავლინა, რომლის მიზანია აღნიშნული ქვეყნების მიმართ რუსეთის პოზიტიური როლის წარმოჩენა და დასავლეთის საწინააღმდეგო განწყობების გაღვივება.

ISFED-ის ანგარიშის შესაბამისად, ორგანიზაციის ქსელი მოქმედებს როგორც ფეისბუქზე, ისე სხვა პლატფორმებზე – ინსტაგრამზე, ტიკტოკსა და ტელეგრამზეც.

“დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ქსელში ერთმანეთთან დაკავშირებული, სულ მცირე, 6 ფეისბუქგვერდი, 4 ინსტაგრამ ანგარიში, 3 ტელეგრამ არხი, 1 ტიკტოკ ანგარიში და 2 ვებგვერდი შედის”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ISFED-ის ინფორმაციის მიხედვით, შესწავლილი გვერდები და ანგარიშები საინფორმაციო სააგენტოებს ამოფარებული მოქმედებენ.

“გამიზნულად შერჩეული ახალი ამბების მიწოდებით, გასართობი მასალითა და მგრძნობიარე საკითხებზე აპელირებით, მოცემული ქსელი შენიღბულად ცდილობს საზოგადოებაში პრორუსული განწყობების გაღვივებას. გავრცელებული გზავნილები შინაარსობრივად მორგებულია ქვეყნების ადგილობრივ კონტექსტს, თუმცა ყველა მათგანის მიზანია რეგიონში შემავალი ქვეყნებისთვის რუსეთის ძლიერ მოკავშირედ წარმოჩენა და დასავლეთის, უმეტესად კი აშშ-ის, ნეგატიურ როლზე აპელირება”.

რუსული საინფორმაციო ოპერაცია სამხრეთ კავკასიაში: სოციალურ ქსელებში მოქმედი ანგარიშები და მათი გზავნილები ვრცლად

მასალების გადაბეჭდვის წესი