ახალი ამბები

ზელენსკი: დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ცოცხალია

19 იანვარი, 2023 • 1140
ზელენსკი: დარწმუნებული არ ვარ, რომ  პუტინი ცოცხალია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწუნებული არაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცოცხალია. ამის შესახებ მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე ჩართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, როცა საუბარია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, არ ესმის, ვისთან და რაზე უნდა ისაუბროს, რადგან ისიც კი არ ესმის, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს.

„დღეს არ მესმის, ვისთან და რაზე ვისაუბრო. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ჩნდება მწვანე ფონზე, სწორედ ის არის. მე არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ის ცოცხალია და გადაწყვეტილებებს იღებს. ვინ იღებს გადაწყვეტილებებს იქ, როგორია გარემოცვა? მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია.

მე არ მესმის, როგორ შეიძლება ევროპელ ლიდერებს ერთ რამეს დაჰპირდე და მეორე დღეს სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელო. უბრალოდ არ მესმის, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვამბობთ „სამშვიდობო მოლაპარაკებებს“ – არ მესმის, ვისთან.

ჩვენ ახლა გელაპარაკებით თქვენ – თქვენ ზუსტად იცით, ვინ ვარ მე და მე ზუსტად ვიცი, ვინ ხართ, არსებობენ იმის მოწმეები, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და თუნდაც სხვადასხვა საკითხზე ვისაუბროთ, შეგვიძლია მივაღწიოთ კონსენსუსს. მეჩვენება, რომ რუსეთმა ჯერ “ვიღაც” უნდა იპოვოს, მერე „რაღაც“ შესთავაზოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი