ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ევროკავშირის დამკვირვებლების სომხეთში ყოფნა სარისკოა” – მოსკოვი

19 იანვარი, 2023 • 1788
“ევროკავშირის დამკვირვებლების სომხეთში ყოფნა სარისკოა” – მოსკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საფრთხეების შესახებ ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის [EUMM] სომხეთში გრძელვადიანად განთავსების შემთხვევაში.

“იმის მიუხედავად, რომ მოკავშირეები ვართ და ОДКБ-ს [„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“] მისია სრულიად მზადაა, სომხური მხარე გრძელვადიანი მონიტორინგისთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებას ამჯობინებს. ეს არის აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს და, სავარაუდოდ, თუ ეს მისია აზერბაიჯანის თანხმობის გარეშე განთავსდება, შეიძლება ის კონტრპროდუქტიული იყოს: ნდობის გამყარების ნაცვლად, შესაძლოა ამან საზღვარზე შექმნას დამატებითი გამღიზიანებლები”.

მხარეებს შორის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი შეტაკების შემდეგ, სექტემბერში, პრაღაში ოთხმხრივი შეხვედრისას საუბარი იყო ევროკავშრის სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განთავსებაზე. მალევე ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უპასუხა სომხეთის მოთხოვნას და სიტუაციის მონიტორინგისა და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სტაბილიზაციის მხარდაჭერის” მიზნით ვროევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სომხეთში გაიგზავნა. ამჟამად სომხეთში საუბრობენ მისიის ხანგრძლივი დროით განთავსების შესახებ შეთანხმებაზე.

მოსკოვის პარალელურად, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირ კომუნიკაციისა და დიალოგის ორგანიზებას უწევენ ევროსტრუქტურები და ევროპელი ლიდერები. დასავლეთის ჩართულობა კონფლიქტის მოგვარებაში განსაკურებით უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ გაიზარდა. ამასთან, სომხეთში ОДКБ-ს წევრობის შენარჩუნების საკითხი პოლიტიკური დისკურსის მთავარ თემად რჩება.

ლავროვი გაღიზიანებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლად დასავლეთის ჩართვით

მასალების გადაბეჭდვის წესი