ახალი ამბები

„მე ლავროვისგან ქათინაურს ვერ მივიღებ, არაფერში გვჭირდება“ – ოდიშარია

18 იანვარი, 2023 • 3585
„მე ლავროვისგან ქათინაურს ვერ მივიღებ, არაფერში გვჭირდება“ – ოდიშარია

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შექება „არაფერში სჭირდებათ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

ოდიშარიას თქმით, საქართველოზე რუსეთის ხელისუფლების განცხადებები ენმ-ის კრიზისს ემთხვევა ხოლმე, რაც ენმ-ის „საშუალებას აძლევს, რომ ცოტა ხანი წაიტივტივონ და არ ჩაიძირონ მძიმე პროცესებში“.

„მე ლავროვისგან ვერანაირ ვერც ქათინაურს მივიღებ და ვერც შექებას. ჩვენ ნამდვილად არაფერში გვჭირდება, მათ შორის, მათ მიერ აღქმული სტატისტიკა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ირგვლივ. რაც შეეხება რუსულ განცხადებებს, ამას “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც წესი, როგორც მაშველ რგოლს ეჭიდება და შემდეგ ამ განცხადებებზე აპელირებს. როგორც წესი, ეს იმ პროცესებს ემთხვევა ხოლმე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩიხშია შესული შიდაპარტიული თუ სხვა მიმართულებით“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას „ვაჟკაცობას“ უწონებს და იმედს გამოთქვამს, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები, რომელიც მოსკოვმა თავად გაწყვიტა.

ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას ვაჟკაცობას უწონებს

მასალების გადაბეჭდვის წესი