ახალი ამბები

გერმანელი მინისტრი რუსი ლიდერებისთვის ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

17 იანვარი, 2023 • 719
გერმანელი მინისტრი რუსი ლიდერებისთვის ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ლიდერებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით გამოვიდა.

ამის შესახებ მან ჰააგაში ვიზიტისას განაცხადა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა ტრიბუნალი, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს რუსეთის ხელმძღვანელობის დანაშაული და გაასამართლოს ისინი.

„ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინასთან და ჩვენს პარტნიორებთან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეაზე“, – განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი დასავლელი პოლიტიკოსია, რომელმაც ასეთი  ტრიბუნალის შემქნის ინიციატივით გამოვიდა. ამით მან მიიღო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადება. ნოემბრის ბოლოს მან მხარი დაუჭირა ნიურნბერგის ტრიბუნალის მსგავსი სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი