ახალი ამბები

უცხოელებისთვის, მათ შორის რუსებისთვის, ყაზახეთში დარჩენის წესები გართულდა

17 იანვარი, 2023 • 1988
უცხოელებისთვის, მათ შორის რუსებისთვის, ყაზახეთში დარჩენის წესები გართულდა

ყაზახეთის მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლისა და ყოფნის წესები გაამკაცრა, რომელიც სხვებთან ერთად შეეხება რუსეთის მოქალაქეებსაც. ამის შესახებ ინფორმაციას “მედიაზონა” ავრცელებს.

ახალი წესების მიხედვით, ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს ყაზახეთში 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 90 დღით დარჩენის უფლება ექნებათ. მანამდე რუსეთის მოქალაქეები სარგებლობდნენ “ვიზარანით”, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ლეგალური ყოფნის პერიოდის გასახანგრძლივებლად სამ თვეში ერთხელ მხოლოდ საზღვრის გადაკვეთა საკმარისი იყო.

როგორც გამოცემა წერს FSB-ს მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთში საყოველთაო სამხედრო მობილიზაციის დაწყების შემდეგ ყაზახეთი რუსებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმრთულებად იქცა. FSB-ს მონაცემებით 2022 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში 1.3 მილიონამდე რუსეთის მოქალაქე შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი