რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ფსბ“) ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, გამშვებ პუნქტ ლარსზე, დსთ-ის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული 28 წლისაა, თუმცა უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა და რომელი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს ბრალდებული.
ფსბ-ს მტკიცებით, ტელეფონში არსებული მიმოწერის თანახმად, იგი ფოტოებს და ვიდეობს უღებდა რუსულ სამხედრო ტექნიკას და მასალას „საკონტაქტო პირს“ გადასცემდა.