ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გამყოფ ხაზთან რუსი სამხედროების მხრიდან სროლის საკითხს ერგნეთში განიხილავენ

17 იანვარი, 2023 • 1080
გამყოფ ხაზთან რუსი სამხედროების მხრიდან სროლის საკითხს ერგნეთში განიხილავენ

დღეს, 17 იანვარს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის -IPRM ფარგლებში მხარეებს შორის განსახილველი ერთ-ერთი საკითხია 13 იანვრის ინციდენტი, რა დროსაც გამყოფ ხაზთან ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში იყო სროლა მისიის მიმართულებით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნეტგაზეთს დაუდასტურა, რომ ინციდენტის დროს დამკვირვებლები იმყოფებოდნენ გამყოფ ხაზთან ახლოს, თუმცა მისიის დამკვირვებლები არ დაშავებულან.

პრესსამსახურის ცნობითვე, აღნიშნული ინციდენტი დღეს ერგნეთში განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი