ახალი ამბები

„EU-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ძალოვნებმა დროებით დააკავეს“ – EUMM

17 სექტემბერი, 2024 •
„EU-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ძალოვნებმა დროებით დააკავეს“ – EUMM

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია [EUMM] აცხადებს, რომ მათი წარმომადგენლები აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან „ძალოვნებმა დააკავეს“, თუმცა მალევე, „უვნებლად“ გაათავისუფლეს.

მისია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში.

„დღეს ნაშუადღევს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმური პატრულირების განხორციელებისას, ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სტაბილურობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი ხასიათის ინციდენტები ძირს უთხრის ნდობის აღდგენისა და დაძაბულობის პრევენციისკენ მიმართულ მცდელობებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი გააქტიურდა შესაბამის ჩართულ მხარეებს შორის, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი