ახალი ამბები

“ჩემ და შენ შორის კორუმპირებულის…” – ზარქუამ ვაშაძეს დედა შეაგინა

16 იანვარი, 2023 • 7105
“ჩემ და შენ შორის კორუმპირებულის…” – ზარქუამ ვაშაძეს დედა შეაგინა

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პირდაპირ ეთერში დედა შეაგინა. აღნიშნული დღეს, 16 იანვარს, “პალიტრანიუსის” ეთერში მოხდა მას შემდეგ, რაც ვაშაძის ინტერვიუს დროს ეთერში შევიდა ირაკლი ზარქუა და თქვა, რომ მათ შორის დებატები გაიმართებოდა. როგორც წამყვანმა აღნიშნა, სტუმრებს შორის დებატები დაგეგმილი არ იყო.

დებატების დაწყებიდან რამდენიმე წუთში ვაშაძესა და ზარქუას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც ვაშაძემ ზარქუას “პრორუსი მოღალატე” უწოდა და ჰკითხა, უთქვამს თუ არა “პუტინზე ერთხელ მაინც რამე”, რაზეც ზარქუამ უპასუხა: “რამდენიც მითქვამს, იმდენი მოგხვდა შენ”.

ამის შემდეგ ვაშაძემ “ქართულ ოცნების” წევრებს კვლავ უწოდა “პრორუსი მოღალატეები” და “კორუმპირებული თაღლითები”, რაზეც ზარქუამ მიმართა: “ჩემ და შენ შორის კორუმპირებულის დედას შ….ი”.

ეთერში ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი