ახალი ამბები

საქართველოში არშემოშვებით მემუქრებიან, თუ სააკაშვილის სიცოცხლეზე საუბარს გავაგრძელებ – მალგოჟეტა გოშევსკა

17 იანვარი, 2023 • 1135
საქართველოში არშემოშვებით მემუქრებიან, თუ სააკაშვილის სიცოცხლეზე საუბარს გავაგრძელებ – მალგოჟეტა გოშევსკა

პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი, მალგოჟეტა გოშევსკა აცხადებს, რომ ემუქრებიან, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე საუბარი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში აღარ შემოუშვებენ. მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე საქართველოში პოლონეთის ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე უთხრეს.

ამის შესახებ გოშევსკამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“მინდა ვთქვა, რომ არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის სიცოცხლეზე და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე, ასეთი მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს. მე, მაგალითად, არ მაქვს რუსეთში და ბელარუსში შესვლის საშუალება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება…

ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც პოლონეთის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან ჩაატარეს. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა… როგორც ვიცი, ეს საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა. როცა ასეთი ტიპის საუბრები მიმდინარეობს, ეს, როგორც წესი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ხდება და მას [პოლონეთის ელჩს] იქ მიაწოდეს ეს ინფორმაცია. ელჩს უთხრეს, რომ თითქოსდა ჩემი გამონათქვამები ზიანს აყენებს საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობას, ასევე, ანა ფოტიგას გამონათქვამები. ამ კონტექსტში ელჩს უთხრეს, რომ მე დამემუქრება საქართველოში შემოსვლის აკრძალვა”, – განაცხადა გოშევსკამ [“ფორმულას” სინქრონული თარგმანი”.

მისი განცხადებით, ის წლების განმავლობაში ციხეში სტუმრობდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს, თუმცა მიხეილ სააკაშვილისა და “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მონახულებაზე უარი უთხრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი